შინაარსზე გადასვლა

.ge

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
.ge
შემოღებულია 1992
დომენის ტიპი ზედა დონის ეროვნული დომენი
სტატუსი მოქმედი
რეგისტრატორი კავკასუს ონლაინი
დანიშნულება საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტი
ფაქტობრივი გამოყენება პოპულარულია საქართველოში
საიტი www.nic.ge

.ge — ზედა დონის ეროვნული დომენი (ccTLD) საქართველოსთვის.

აღნიშნული დომენური სახელები ხელმისაწვდომია საქართველოს მოქალაქეებისთვის (შეუზღუდავად) ან უცხოური დაწესებულებისთვის, წარმომადგენლის მეშვეობით (მხოლოდ ერთი დომენი თითოეულ რეგისტრანტზე). აგრეთვე, ხელმისაწვდომია მოცემული ქვედომენები, ცალკეული სახის რეგისტრანტებისთვის:[1]

  • .com.ge — მხოლოდ კომერციული ორგანიზაციებისთვის
  • .edu.ge — მხოლოდ უმაღლესი და საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
  • .school.ge — მხოლოდ სკოლებისთვის
  • .gov.ge — მხოლოდ სამთავრობო ორგანიზაციებისთვის
  • .org.ge — მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის
  • .mil.ge — მხოლოდ სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციებისთვის (იყენებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროც)
  • .net.ge — მხოლოდ ქსელებთან დაკავშირებული ორგანიზაციებისთვის
  • .pvt.ge — მხოლოდ კერძო პირებისთვის
  • .thx.ge — ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის
  • .llc.ge — ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის
  • cyb.ge — ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის
  • online.ge — ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის.

.ge დომენის განკარგვის უფლებამოსილება, 1992 წელს გადაეცა ქართულ ინტერნეტ-მომწოდებელს „სანეტს“.[2] 2006 წელს კი „კავკასუს ონლაინი“, რომელიც შეიქმნა სამი კომპანიის (მათ შორის „სანეტის“) გაერთიანების საფუძველზე,[3][4] გახდა .ge დომენის ფინანსური უზრუნველმყოფი. სარეგისტრაციო მომსახურება თავდაპირველად გაეშვა არამომგებიანი ორგანიზაციის, „ინტერნეტის განვითარების ჯგუფი – საქართველოს“ მეშვეობით,[5][6] თუმცა „კავკასუს ონლაინის“ შემოსვლის შემდეგ, მმართველობითი და სარეგისტრაციო მომსახურების წარმართვა, მას მიენიჭა ექსკლუზიური უფლებით. 2014 წლიდან კი .gov.ge ქვედომენის განკარგვის უფლება გადაეცა „სმართ ლოჯიქს“, რომელიც არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ.[7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Rules and Conditions for GE Domain Names Registration. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-03-14. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
  2. ↑ SaNet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2001-03-02. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
  3. ↑ კავკასუს ონლაინის შესახებ. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
  4. ↑ British Fund Buys 10% Stake in Caucasus Online (2008-02-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-07. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
  5. ↑ ინტერნეტის განვითარების ჯგუფი – საქართველო (IDG – Georgia). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-21. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
  6. ↑ დომენის რეგისტრაცია – nic.net.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-07-23. ციტირების თარიღი: 2019-04-09.
  7. ↑ smartlogic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-30. ციტირების თარიღი: 2019-04-09.


მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=.ge&oldid=5413623“-დან